მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: მოსახლეობის 35% გიორგი გახარიას საქმიანობას - უარყოფითად, ხოლო 21% დადებითად აფასებს

5e2006845e5a8
ინგა მურუსიძე
16.01.20 10:45
1246
საქართველოს მოსახლეობის 35% პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას - უარყოფითად, 34% - საშუალოდ და 21% კი, დადებითად აფასებს.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 10%-მა არ იცის, თუ როგორ აფასებს გახარიას საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ კვლევაში ნაჩვენებია იგივე კითხვაზე მოსახლეობის პასუხები ყოფილი პრემიერ-მინისტრების მამუკა ბახტაძის და გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაში.

მამუკა ბახტაძის შემთხვევაში, საქმიანობის შეფასების უარყოფითი მაჩვენებელი 22-28%-ში მერყეობს, ხოლო დადებითი შეფასების მაჩვენებელი 20-14%-ებში. რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მის შესახებ 2018 წლის მარტში მოქალაქეების 16% მის საქმიანობას უარყოფითად აფასებდა, ხოლო 25% - დადებითად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.  NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.