მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: მოსახლეობის 46% მიიჩნევს, რომ რუსეთის ავიასანქციებს ტურისტული ინდუსტრია დაძლევს

5d832834581d1
ლიკა გურაბანიძე
19.09.19 12:42
674
NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46% თვლის, რომ რუსეთის მიერ პირდაპირი ავიარეისების აკრძალვა საქართველოში ტურიზმზე უარყოფითად აისახება, მაგრამ ტურისტული ინდუსტრია ამ გამოწვევას დაძლევს, ხოლო 34% მიიჩნევს, რომ ინდუსტრია ამ გამოწვევას ვერ დაძლევს.

გამოკითხულთა 1% თვლის, რომ ეს აკრძალვა ქართულ ტურიზმზე დადებითად აისახება, ხოლო 9% მიიჩნევს, რომ ამ აკრძალვას ქართულ ტურიზმზე გავლენა არ ექნება.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 87%-მა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ფრენების აკრძალვის შესახებ იცოდა, ხოლო 20%-მა – არა.  

საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 13-29 ივლისს ჩატარდა. რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.