მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: მოსახლეობის 49% მიიჩნევს, რომ საბანკო რეგულაციები მისაღებია

5d8088b69c723
ლიკა გურაბანიძე
17.09.19 11:31
827
NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 49%-თვის 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციები მისაღებია.

კითხვაზე: 2019 წლის იანვრიდან მთავრობამ ახალი რეგულაციები შემოიღო, რომელიც სესხის გამცემი კომპანიებისგან კლიენტების გადახდისუნარიანობის შეფასებას მოითხოვს და სესხის ოდენობის შეზღუდვას იმაზე დაყრდნობით, თუ რეალურად რამდენის გადახდა შეუძლია ადამიანს? მისაღებია თუ მიუღებელი თქვენთვის ეს რეგულაცია?

გამოკითხული მოსახლეობის 49% მიიჩნევს, რომ ეს რეგულაცია მისაღებია, 34% თვლის რომ მიუღებელი, 16%-მა არ იცის.

გამოკითხულთაგან დედაქალაქში საბანკო რეგულაციები 49%-სთვის მისაღებია, 40%-სთვის მიუღებელი, ხოლო 11%-მა არ იცის. რაც შეეხება დიდ ქალაქებს - 49%-თვის მისაღებია, 30-თვის მიუღებელი, ხოლო 20%-მა არ იცის. სოფლებში ახალ საბანკო რეგულაციები 51%-თვის მისაღებია, 33%-სთვის მიუღებელი, ხოლო 15%- მა არ იცის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-29 ივლისს ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.