მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: მოსახლეობის 57% პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 9% - დადებითად

5e2015da60302
ინგა მურუსიძე
16.01.20 13:42
867
NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57% პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, ხოლო 9% - დადებითად. ამასთან, 9% ამბობს, რომ პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 27% – საშუალოდ, 6%–მა კი ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

აღსანიშნავია, რომ აპრილის გამოკითხვის შემდეგ მონაცემები მკვეთრად არის გაუარესებული. 

ასევე, კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 30% ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პარლამენტარები მოქალაქეების ინტერესებს ითვალისწინებენ, 64% კი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი პირიქითაა და დეპუტატები მოქალაქეების ინტერესებს არ ითვალისწინებენ.

NDI-მ გამოკითხულ მოქალაქეებს ჰკითხა, რას მოელიან პარლამენტის წევრებისგან. გამოკითხულთა 73% აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ ამბობს, რომ დეპუტატები გააკეთებენ იმას, რასაც პარტია ეტყვის, 68% ფიქრობს, რომ დეპუტატები მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავენ, 44% ამბობს, რომ დეპუტატები აქტიურები იქნებიან, მხოლოდ 26% კი ამბობს, რომ დეპუტატები მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.