13.აპრილი.2016 10:58
საზოგადოება

NDI: მოსახლეობის უმრავლესობისგან დადებითი შეფასება არცერთ სამინისტროს მიუღია

NDI: მოსახლეობის უმრავლესობისგან დადებითი შეფასება არცერთ სამინისტროს მიუღია
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა. მოქალაქეები, ამავდროულად, მიიჩნევენ, რომ არჩეული თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან და ვერ ახერხებენ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას.
 
არც ერთ სამინისტროს მიუღია მოსახლეობის უმრავლესობისგან დადებითი შეფასება.

მოქალაქეები ყველაზე დადებითად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აფასებენ, რასაც მოსდევს იუსტიციის სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელისუფლების ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო: 27 პროცენტი მის საქმიანობას აფასებს "კარგად", 42 პროცენტი "საშუალოდ", და მხოლოდ, 6 პროცენტი აფასებს მას "ცუდად".

კითხვაზე “ხვალ რომ არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, მოსახლეობის უმრავლესობა (61 პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს; მათ შორის გადაუწყვეტელია იმ ამომრჩევლების ნახევარიც, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას.

რესპონდენტების 16 პროცენტმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დაასახელა როგორც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, 15 პროცენტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ემხრობა, 9 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 5 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას, 5 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 პროცენტი კოალიცია ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13 პროცენტი - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 6 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 4 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას და 3 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.

“ჩვენს ბოლო კვლევებში გამოიკვეთა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ და არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას.” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

“მოსახლეობა უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებით და აცხადებს, რომ ისინი მათ ინტერესებს არ წარმოადგენენ; შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მოსახლეობა თავიანთ პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით გადაუწყვეტელია. უფრო მეტიც, მოქალაქეებს პოლიტიკაში მეტი ქალის ხილვა სურთ. ამ კვლევის მიხედვით, მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო ადგილების სულ მცირე 30 პროცენტი ქალებს უნდა ეკავოთ, მათი ნახევარზე მეტი კი პარლამენტში სავალდებულო გენდერულ კვოტას უჭერს მხარს. პარტიებსა და პოლიტიკოსებს არჩევნებამდე ბევრი მუშაობა მოუწევთ, რათა შეძლონ რებრენდინგი, დაიბრუნონ ნდობა და ესაუბრონ ამომრჩევლებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.”

გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

22.აპრილი.2019 20:50
661

შრი-ლანკას ტერაქტს დანიელი მილიარდერის შვილები ემსხვერპლნენ

ვრცლად
22.აპრილი.2019 19:59
111

თბილისის მერია: წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედელი საფრთხეს არ წარმოადგენს

ვრცლად
22.აპრილი.2019 17:55
320

ეროვნული ბანკი მოსახლეობას თაღლითური საფინანსო ვებგვერდების შესახებ აფრთხილებს

ვრცლად
22.აპრილი.2019 17:33
2506

პრეზიდენტი-სერგეენკოს უწყებას: სასწრაფოდ დაიწყოს უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა

ვრცლად
22.აპრილი.2019 17:11
148

ეკონომიკის სამინისტრო: კომპანია „ფერი“ პანკისის ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია

ვრცლად
22.აპრილი.2019 15:00
424

ინვესტორი: პანკისის მოსახლეობას პრეტენზია არ ჰქონდა, სანამ არასამთავრობოები არ გამოჩნდნენ

ვრცლად