მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მასშტაბით 500-მდე თავისუფალი საწოლია დარჩენილი - ტიკარაძე

61153c9a45c43
BM.GE
12.08.21 19:13
673
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში COVID-19-ის მძიმე პაციენტებისთვის 500-მდე თავისუფალი საწოლია დარჩენილი. მინისტრის თქმით, სამინისტროს მიერ ქვეყანაში მთლიანობაში 8 ათასამდე საწოლი არის მობილიზებული, რომელთა უდიდესი ნაწილიც ამჟამად პაციენტებს ემსახურება.

დღეის მდგომარეობით ჩვენ ვმართავთ 48 ათასამდე აქტიურ შემთხვევას. მათგან 38 ათასი შემთხვევა იმართება ბინაზე ოჯახის ექიმების მხრიდან და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება გაფართოება ოჯახის ექიმების ქსელის. აქტიურად ემატება ყოველდღიურ რეჟიმში 40-მდე ადამიანი იმისათვის, რომ არ იყოს შეფერხება პაციენტების მომსახურებაში. მობილიზებულია 8 000-მდე საწოლი. ეს არის ის ნიშნული, რაც შეგვეძლო ჰოსპიტალურ სექტორში გაგვეკეთებინა. ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს მასშტაბით თავისუფალია 500-მდე საწოლი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რეკორდული ტემპებით იზრდება ახალი ინფიცირების შემთხვევები, რაც მიმდინარე კვირაში ყოველდღიურად 5,000 ახალ ინფიცირებულს აჭარბებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 5,128 შემთხვევა. 

12 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის 47,601 აქტიური შემთხვევაა, რაც ვირუსის გავრცელების რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის 1.3%-ს ამჟამად კოვიდით არის ინფიცირებული. უფრო მარტივად, ყოველ 100 ადამიანს შორის 1-ზე მეტს დღეს COVID-19 აქვს.