მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთის მერია სასაფლაოს შემოღობისთვის ნახევარ მილიონს დახარჯავს

6119309ef3a18
BM.GE
15.08.21 19:18
1410
მცხეთის მერია სასაფლაოს შემოღობისთვის ნახევარ მილიონს დახარჯავს. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია, რომლის საწყისი ღირებულება 555 250 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები 6 თვეში უნდა შესრულდეს.

სასაფლაოების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს, არსებული დაზიანებული ბეტონის, ბეტონის სვეტებისა და მოაჯირების აღდგენას, ასევე განსაკუთრებით დაზიანებული ნაწილების სრულ დემონტაჟს, მის ნაცვლად კი ახალი რკინა ბეტონის სვეტების, მოაჯირის მსგავსი დეკორატიული ლითონის მოაჯირის მოწყობას მილკვადრატებით.

“ასევე გათვალისწინებულია ტერიტორიის შემოღობვა არსებულის მსგავსი დეკორატიული ლითონის მოაჯირით. პროექტი ითვალისწინებს არსებული ჭიშკრების დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი დეკორატიული ჭიშკრის,ასევე ავტომობილისთვის განსაზღვრულ საპროექტო ჭიშკრის
მოწყობას”,- ნათქვამია შესყიდვაში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

“2018 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 1 665 750 ლარისა.

პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 29 აგვისტოს იწყება და 3 სექტემბრეს სრულდება.