17.სექტემბერი .2019 11:26

NDI: სამუშაოს მაძიებლების უმრავლესობა 720-ლარიან ხელფასზე თანახმაა

views 173
უკან

სამუშაოს მაძიებლების უმრავლესობა 719-ლარიან ხელფასზე თანახმაა,- ამის შესახებ NDI-ს კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევაში მონაწილეებს ჰკითხეს, მათი განათლებისა და უნარების გათვალისწინებით რა არის მინიმალური ხელფასი, რომლის სანაცვლოდაც მუშაობას დათანხმდებოდნენ. აქ იგულისხმებიან ის ადამიანები, 61% - ვინც თავს დაუსაქმებლად თვლიან. მათი უმრავლესობისთვის 720 -ლარიანი ხელფასი მისაღებია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მიუთითებს, რომ საქსტატის მიხედვით 2018 წლის საშუალო თვიური ხელფასი 1124 ლარი იყო.

ამ მიმართულებით ასაკობრივ და სქესობრივ ჭრილში განსხვავებული მაჩვენებლებია.




საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-29 ივლისს ჩატარადა, რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა