მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა გამოკითხულთა 57% არ აქვს

5d809394be1fc
ლიკა გურაბანიძე
17.09.19 12:08
767
NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა გამოკითხულთა 30%-ს აქვს, 57% არ აქვს, ხოლო 13%-მა არ იცის.

კითხვაზე - ამჟამად ხართ თუ არა ჩართული სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში?

18-39 წლამდე გამოკითხულთა 27% პასუხობს, რომ ჩართულია, ხოლო 40 წელს ზევით ეს მაჩვენებელი 8%-ია. 18-39 წლამდე გამოკითხულთა 71% პასუხობს, რომ საპენსიო სისტემაში ჩართული არ არის, ხოლო სისტემაში 40 წელს ზევით გამოკითხულთა 90% არ არის ჩართული. რაც შეეხება გამოკითხულთა 2% ორივე ასაკობრივი ზღვარის შემთხვევაში მათ კითხვაზე პასუხი არ იციან.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-29 ივლისს ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.