28.ივლისი .2020 21:40

NDI: საქართველოში გამოკითხულთა 33% მუშაობს, 18% - თვითდასაქმებულია, 17% - უმუშევარი

views 433
უკან

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტების 33% ამბობს, რომ მუშაობს სრულ ან ნახევარ განაკვეთზე, სეზონური სამუშაოს ჩათვლით.

გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ თვითდასაქმებულია, სეზონური სამუშაოს ჩათვლით, გამოკითხულთა 17% ამბობს, რომ უმუშევარია, 15% ამბობს, რომ პენსიონერია და მუშაობს, 12% - დიასახლისია და არ მუშაობს, 3% - სტუდენტია და არ მუშაობს, ხოლო 1% - შშმ პირია და მუშაობა არ შეუძლია.

ცნობისთვის: კვლევის საველე სამუშაოები 26-30 ივნისის პერიოდში, NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა. ყველა ინტერვიუ სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე შედგა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, რომლის ფარგლებშიც 1,550 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა