ნეაპოლში ტურიზმის სამსახურმა მოხშირებული ქურდობის გამო, ტურისტების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ორიგინალურ გამოსავალს მიაგნო. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში ყველაზე ხშირად ძვირად ღირებულ მაჯის საათებს იპარავენ, პირველ ეტაპზე, სასტუმროები დამსვენებლებს ძვირად ღირებული საათების ნაცვლად ქუჩაში სატარებლად ბიუჯეტურ საათს შესთავაზებენ. მიზანი არის ის, რომ ტურისტებმა ძვირად ღირებული ნივთები და განსაკუთრებით საათი, ნომერში დატოვონ, მის ნაცვლად კი, იაფი ალტერნატივა ატარონ, რომლის საშუალებითაც გააკონტროლებენ დროს და მეტად უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს.
როგორც იტალიური საინფორმაციო სააგენტო Italian news agency ANSA იუწყება, დაზარალებულებს შორის, ჰოლივუდის მსახიობები, ასევე ბიზნესმენები და მსოფლიოს გავლენიანი ადამიანებიც ყოფილან. შესაბამისად, მოპარულა 39,000 ევროს და კიდევ უფრო ძვირი საათები. ძარცვის მეთოდებიც განსხვავებულია, თუმცა უმეტესად საავტომობილო მოძრაობის დროს იპარავენ, თუ მგზავრს ღია ფანჯარაში ხელი აქვს გამოყოფილი. ამ დროს მძარცველები სკუტერით გადაადგილდებიან და სულ რამდენიმე წამში საათი იკარგება.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ნეაპოლში ტურისტებს შეეძლოთ მშვიდად დასვენება, ამიტომ ყველა სასტუმრო და ადგილობრივი უწყება ჩართულია პროცესში, ტურისტების დასაცავად.
"ნეაპოლში ქურდობის პრობლემა არაფრით განსხვავდება იტალიის სხვა ქალაქებისგან. მსგავსი ფაქტი ხშირია მაგალითად მილანში, რომში, ან თუნდაც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა დიდი ქალაქში, სადაც ტურისტების რაოდენობა მზარდია. ანუ ჯიბის ქურდები არიან ყველგან. მთავარია როგორია მათთან ბრძოლისა და აღმოფხვრის გზები და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების რეაქცია, ჩართულობა პრობლემის აღმოფხვრის პროცესში," - ამბობს CNN-თან მიცემულ ინტერვიუში ნეაპოლის ტურიზმის ხელმძღვანელი ცესარე ფოა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი