დღეს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის 233-ე დადგენილება, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს ნებადართული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს აზუსტებს. ცვლილებები შევიდა მთავრობის 30 მარტის დადგენილებაში და მის მეშვიდე მუხლს "ქ" პუნქტი ჩაემატა.
კერძოდ, ახალ გამონაკლისებს შორის მოხვდა შესაფუთი მასალების წარმოება ყველა იმ სექტორისთვის, რომლებიც მთავრობის დადგენილებით არის ნებადართული.
"დაშვებული ეკონომიკური საქმიანობებისთვის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა, მიწოდებისა და რეალიზაციისა, აგრეთვე ეტიკეტირებისა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული საქმიანობისა",- ნათქვამია დოკუმენტში.
34 საგამონაკლისო ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც მთავრობის დადგენილების დანართი 2-ით არის ნებადართული:
1 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია
2 შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
3 სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
4 სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
5 საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
6 თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა)
7 სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის)
8 სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები
9 სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია
10 პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება
11 ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა
12 სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები
13 საფოსტო და საკურიერო მომსახურება
14 საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა)
15 ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები
16 IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად)
17 საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი) (დისტანციურად)
18 სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად)
19 ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები
20 სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად)
21 სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად)
22 საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში
(დისტანციურად)
23 არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად)
24 იურიდიული მომსახურება (დისტანციურად)
25 შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია
26 დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები
27 სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება
28 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები)
29 არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად)
30 ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა)
31 ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული
უზრუნველყოფით (დისტანციურად)
32 ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად)
33 საკონტროლო-სალარო აპარატების ჩეკის დასაბეჭდი ქაღალდის/რულონის მიწოდება
34 მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი,
გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი
საგამონაკლისო საქმიანობები "დანართი 3"-ის მიხედვით:
მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა
ტ) ნავთობის და გაზის მოპოვებისა, გადამუშავებისა;
უ) ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად).“;„11. დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა).“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი