მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა, თავისთავად, მტკივნეულია - ირაკლი კობახიძე

6034b5a84b91b
ინგა მურუსიძე
23.02.21 11:57
362
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია გამოირჩეოდა, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით, ძალაუფლების დაბრუნების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა, თავისთავად, არის მტკივნეული.

„სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო, თუმცა სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა.

დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს, თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები - მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები - ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან შს მინისტრს და პოლიციას ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება, სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება. რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ჩამოთვალა ფაქტები, რომელშიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ნიკა მელია დამნაშავედ არის გამოცხადებული.