მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი იამაყებდა ეკონომიკის ორნიშნა ზრდით - წაქაძე თურნავას

61bb45a132622
ინგა მურუსიძე
16.12.21 18:00
467
"ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი იქნებოდა ამაყი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, მით უმეტეს პანდემიის და უდიდესი გამოწვევების დროს", - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას, რომელიც "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის წინაშე წარსდგა და დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

„ერთი თხოვნა და კითხვა მექნება - ეს შედეგი, რასაც ამ წელში მივაღწიეთ ძალიან დიდი შედეგია და ყველას დიდი მადლობა, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ეკონომიკური ზრდა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა არის პანდემია. ჩემი აზრით, არცერთ შემთხვევაში ეკონომიკის შეზღუდვები არ უნდა განხორციელდეს, უნდა მოხდეს პროცესის მართვა და არა შეზღუდვების დაწესება, რადგან ეს სერიოზულად დაარტყამს ქვეყანას და ბიუჯეტის შესრულებას, რომელიც გაწერილი გაქვთ“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

დეპუტატი სთხოვს და მოუწოდებს ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომ გაძლიერდეს კოვიდის მართვაზე ზრუნვა, რათა ეკონომიკის კუთხით შეზღუდვები აღარ დაწესდეს.

„მაინტერესებს ხედვა, რას ფიქრობთ ამ მიმართულებით?“, - მიმართა წაქაძემ თურნავას.