საცალო გაყიდვების კომპანია „აი სი არ ჯგუფის“ დამფუძნებლის კახა ხაზარაძის განცხადებით, მათი ტიპის ბიზნესისთვის ლოქდაუნი უფრო მისაღები იქნება, ვიდრე წერტილოვანი შეზღუდვები.
როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელმა განმარტა, დღეისთვის მათი გაყიდვები 40%-ით არის შემცირებული და თუ კონკრეტული შეზღუდვები დაწესდება და არა სრული ლოქდაუნი, ეს რითეილ ჯგუფის ბრუნვას გაანახევრებს, რაც კომპანიისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება.
„ლოქდაუნის გარდა ნებისმიერი შეზღუდვა პრობლემატურია. ჯობია 2-3 კვირიანი ლოქდაუნი იყოს, იმიტომ რომ ნებისმიერ შეზღუდვაზე, თან თუ შაბათ-კვირაზე გავრცელდა ეს შეზღუდვები, აზრი არ ექნება ობიექტების მუშაობს. არსებული რეალიზაცია რაც გვაქვს ეგეც განახევრდება. ეს პრობლემაა, იმიტომ რომ პერსონალის ხელფასია გადასახდელი, ასევე გადასახადები... ამ შემთხვევაში გვირჩევია დავკეტოთ, იმისთვის რომ მინიმუმ ზარალის ზრდა შევამციროთ“, - აღნიშნავს კახა ხაზარაძე.
„აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ შეზღუდვებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება დღეს დაგვიანებულია.
„ეს შეზღუდვები დაგვიანებულია, ადრე უნდა მომხდარიყო ყველაფერი. მით უმეტეს ჩვენი ტიპის ბიზნესებს არანაირი შეღავათი საშემოსავლოს გარდა არ გვქონია. მიუხედავად ამისა ჩვენ დასაქმებულების 90% შევინარჩუნეთ.
დეკემბერი რითეილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მეორე ნახევარი და ამიტომ შეზღუდვებს გვირჩევია 15-მდე სრული ლოქდაუნი გამოცხადდეს და ახალი წლისთვის გაიხსნას“, - ამბობს რითეილ ჯგუფის დამფუძნებელი.
კახა ხაზარაძე ამბობს, რომ კომპანიის ზარალი 2-3 მლნ ლარია, თუმცა მათთვის ამაზე მნიშვნელოვანი პრობლემას 2021 წლისთვის სამოქმედო გეგმის არარსებობა წარმოადგენს.
„ორი პრობლემა გავქვს - ჯამურად შეიძლება ზარალი 2-3 მლნ გვქონდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი 2021 წლის დაგეგმვაა, რასაც ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ ეს საბრუნავი კაპიტალის ხარჯზე უნდა მოვახდინოთ. ბანკს რომ გამოვართვათ დამატებითი საბრუნავი კაპიტალი 2021 წლის ხარჯვითი და შემოსავლების ნაწილი უნდა ვაჩვენოთ. მაშინ როდესაც 1 თვეც ვერ დაგვიგეგმია. ბანკიდან დამატებითი საბრუნავი კაპიტალის აღების პრობლემა არ არის, როდესაც პროგნოზს აკეთებ, ჩვენ კი ამ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.
მისი თქმით, მათ ეკონომიკის სამინისტროს ჯერ კიდევ მარტში მიმართეს და გარკვეული შეღავათები სთხოვეს, თუმცა კომუნიკაცია არ შედგა.
„მარტში ფაქტობრივად კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან არ შედგა და იგივეს გვეკითხებიან დღეს როგორ მოვიქცეთო, რაც დაგვიანებულია. საკმაოდ რთულია იმ პერიოდის რეაბილიტაცია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს - ინვესტიციები ქვეყანაში არ შემოედინება, ლარი უფასურდება, თუმცა ჩვენ ფასზე რეაგირებას ვერ ვაკეთებთ, რადგან ამ ფასშიც გვიჭირს რეალიზაციის განხორციელება და კურსიდან გამომდინარე, რომ შევცვალოთ ფასები, საერთოდ არ გვექნება რეალიზაცია. კომპლექსური პრობლემაა“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ და დასძინა, რომ დღესაც ნებისმიერი შეღავათის გაკეთება მთავრობის მხრიდან კომპანიისთვის კარგი იქნება.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის