ფერმერი ზურა მასურაშვილი საქართველოში ბოლო პერიოდში შექმნილ რძის დეფიციტზე საუბრობს. როგორც მან გადაცემა “საქმიან დილაში” განმარტა, რძე საქართველოში ყოველთვის დეფიციტური იყო, თუმცა ბოლო კვირებში შექმნილმა დამატებითმა წნეხმა, ვითარება კიდევ უფრო გაართულა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა საწვავზე, ელექტროენერგიაზე, ცხოველისთვის განკუთვნილ საკვებზე გაზრდილი ფასებია, რასაც ფერმერები ვეღარ აუდიან.
“პროდუქტები საქონლისთვის - შროტები, მინერალები, სხვა დანამატები - გაძვირებულია, ფასები გაზრდილია საწვავზე, ელექტროენერგიაზე. ეს ყველაფერი დაახლოებით 40-45%-ით არის მომატებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გაიზარდა რძის თვითღირებულება, თუმცა პროდუქტის გაყიდვა ფერმებს იგივე ფასად გვიწევს. არადა, დახლზე რძე და რძემჟავას პროდუქტები გაძვირებულია, მაგრამ ეს ჩვენს ხარჯზე არ მომხდარა - გადამამუშავებელმა საწარმოებმა თავიანთი ფასი გაზარდეს.
ეს ყველაფერი კი ჩვენთვის დამღუპველია - რძის დეფიციტი შეიქმნა ქვეყანაში და ამის შემდეგ უარესი გველოდება”,- აცხადებს ფერმერი.
მისი თქმით, უამრავი ფერმა დახურვის რეჟიმშია, რამდენადაც საქონელს იმ რაოდენობის საკვებს ვეღარ აწვდის, რამდენიც საჭიროა.
“გადამამუშავებელი საწარმოები იგივე ფასს გვიხდიან, ჩვენ კი საკმარის საკვებს ვერ ვყიდულობთ. საქონელს ვერ ვაჭმევთ, შესაბამისად, გვაქვს ნაკლები რძე. გადამამუშავებელ საწარმოებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ყოველ ჯერზე ნაკლები და ნაკლები რძე მიაქვთ ჩვენგან”, - აცხადებს ზურა მასურაშვილი.
ფერმერი აღნიშნავს, რომ საწარმოები რძის ალტერნატივად ფხვნილსა და პასტას იყენებენ, რომელთა წილი ბაზარზე 70%-ია.
“რძეზე ფასებს ადგენს შემსყიდველი. შეუთანხმებლობები გვქონდა, მაგრამ ყოველთვის მივდიოდით ხოლმე რაღაც კონსესუსზე. ამ ჯერზე ვერ ვჯერდებით ფასზე, რომ მინიმუმ არსებული რძის მოცულობის შენარჩუნება შევძლოთ. რამდენიმე ფერმა უკვე გაჩერებულია, რიგში ვიქნებით მეც და ბევრი სხვა ფერმერიც”,- ამბობს ზურა მასურაშვილი.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო