მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნედლი რძის წარმოება მომგებიანი ბიზნესი გახდება – კახა კონიაშვილი

63b873b459426
ალა ისპირიანი
06.01.23 23:45
636
„ნედლი რძის წარმოება მომგებიანი ბიზნესი გახდება“ - ამის შესახებ საქართველოს რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კონიაშვილმა განაცხადა.

მან გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნული პროგნოზი, მსოფლიო მასშტაბით ნედლ რძეზე ფასის ზრდით ახსნა, რამაც საქართველოში მისი იმპორტი შეამცირა და ადგილობრივ ნედლ რძეზე მოთხოვნა გაზარდა.

„რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის და ფერმერებისთვის, რომლებიც პირველად რძეს აწარმოებენ წელი რთული გამოდგა. მსოფლიოში მიმდინარე ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე ბევრი რამის ფასი გაიზარდა და მათ შორის საქართველოში ჩვენც ვერ ავცდით ინფლაციას. მაგალითად გაძვირდა საქონლის საკვები, რამაც საბოლოოდ ნედლი რძის ფასზე აისახა.

ასევე მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა ფასი რძის პროდუქტებზე და რძის ნედლეულზე, რძის ფხვნილზე, რამაც საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტი გაანულა. ამან ადგილობრივ ბაზარზე ნედლ რძეზე მოთხოვნა გაზარდა. ჩვენი ნედლი რძით სამწუხაროდ 100%-ით უზრუნველყოფილი არა ვართ და ვიმედოვნებთ, ინვესტორების ინტერესი იქნება, რომ ამ მიმართულებით თანხა ჩაიდოს, რადგან ეს საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი გახდება მომავალში. მთავარი პრობლემა ნედლი რძეა, ამიტომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენი ფერმერული მეურნეობები მაქსიმალურად განვავითაროთ.

ამ შემთხვევაში დიდი როლი აქვს სახელმწიფოსაც, რადგან ფიზიკური პირი ფერმერების და ასევე გადამამუშავებელი არალეგალი საწარმოების ლეგალიზაცია მოახდინოს და შემდეგ ხელი შეუწყოს ამ სფეროს განვითარებას“, - ამბობს კახა კონიაშვილი.