10.აგვისტო .2020 18:00

ნელ-ნელა ჩნდება იმედის ნაპერწკალი კორონავირუსის შეკავებასთან დაკავშირებით - WHO

views 4590
უკან

მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის ხემძღვანელის (WHO) ტედროს გებრეისუსის განცხადებით, მხოლოდ ვირუსის დათრგუნვის შემთხვევაში შევძლებთ, უსაფრთხოდ საზღვრების გახსნას. ამის შესახებ მან ჟენევაში გამართული მედია ბრიფინგის დროს განაცხადა. ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

გებრეისუსის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ბევრი ადამიანი წუხს ამ მძიმე მდგომარეობის გამო მსოფლიოში, მაგრამ მისი განცხადებით, ნელ-ნელა ჩნდება იმედის ნაპერწკალი კორონავირუსის შეკავებასთან დაკავშირებით.

როგორც გებრეისუსი აღნიშნავს, არსებობს ვირუსის შეჩერების ორი მნიშვნელოვანი ელემენტი: ქვეყნის ლიდერებმა უნდა მიმართონ ქმედით ნაბიჯებს, ხოლო მოქალაქეებმა ახალი ზომების მიხედვით იცხოვრონ.

ტედროს გებრეისუსმა გამოყო ის ქვეყნები, რომლებიც წამატებით უმკლავდებიან კორონავირუსთან ბრძოლას, ესეინია: ახალი ზელანდია და რუანდა.

„მინდა გითხრათ, რომ კორონავირუსის კონტროლის ქვეშ მოქცევა ისეთ ქვეყნებშიც კი შესაძლებელია, სადაც ვირუსის გადაცემის მაღალი ხარისხია. მთავარია, როგორი იქნება საზოგადოების და მთავრობის პასუხი, მათ შორის შემთხვევების სწრაფი იდენტიფიცირება, კონტაქტების მოძიება, ადეკვატური ზრუნვა პაციენტებზე, ფიზიკური დისტანცირება, ნიღბის გამოყენება და ხელის ჰიგიენა“, - განაცხადა გებრეისუსმა.

WHO-ს ხელმძღვანელის განცხადებით, ყველას უნდა სკოლები გაიხსნას, მაგრამ ამავე დროს უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული უნდა იყოს.

„ჩემს სათქმელს გეტყვით ნათლად, დავთრგუნოთ ვირუსი, მხოლოდ ვირუსის დათრგუნვის შემდეგ შევძლებთ უსაფრთხოდ გახსნას“, - აცხადებს გებრეისუსი.