მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნელ-ნელა უნდა დავემსგავსოთ ცივილურ ქვეყანას“ – „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი

5f1d9392bc7a2
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.20 00:05
1365
"ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ნელ-ნელა იმ კანონმდებლობით მუშაობას და ისეთი კანონების შექმნას, რომელიც ყველა ცივილური ქვეყნის სამაგიდო წიგნია“, - ასე პასუხობს ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ბიზნესმენი ბეჟან წაქაძე bm.ge-ის იმ კითხვას, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში რიგი რეგულაციების ამოქმედების გადავადებას შეეხება, რომლის ინიციატივითაც კერძო სექტორის ნაწილი გამოდის.

„რაღაც არის ამაში სიმართლე და ამას ჩვენ განვიხილავთ. ყველა გადაწყვეტილების დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ ორი რამით: ერთ მხარეს უნდა დავდოთ დადებითი მხარეები, მეორე მხარეს - უარყოფითი. ეს განხილვის თემაა, თუ ეს აუცილებლი იქნება, მთავრობა ყოველთვის რეაგირებს იმაზე, რაც აუცილებელია. ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირის ერთიან ოჯახში შესვლაა. უნდა მივეჩვიოთ ნელ-ნელა იმ კანონმდებლობით მუშაობას და ისეთი კანონების შექმნას, რომელიც ყველა ცივილური ქვეყნის სამაგიდო წიგნია. ძალიან ბევრი კანონქვემდებარე აქტი მიგვიღია, რომელიც რაღაც სასწაული ყოფილა, თუნდაც მშენებლობის კუთხით... მაგ.: 41-ე დადგენილება, რომელზეც ამბობდნენ, რომ დააქცევდა სამშენებლო სექტორს. მე მაშინაც ვთქვი, რომ 41-ე დადგენილება, მიუხედავად იმისა, რომ სექტორისთვის რთულდ შესასრულებელი იყო, აუცილებლად უნდა მიგვეღო, ამიტომ ჩვენი ამოსავალი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესი და არა თითოეული ადამიანის ინტერესი; შეიძლება ამან გარკვეულ პერიოდში მცირე მოგება მოგვცეს, მაგრამ ამას მივეჩვიეთ და მშენებლობაც მიდის და ყველაფერი მიმდინარეობს. ამიტომ, ნელ-ნელა ყველაფერი უნდა დავძრათ და დავემსგავსოთ ცივილურ ქვეყანას. ეს არის საწინდარი ჩვენი წარმატებისა, სხვა შემთხვევაში, წარუმატებლები ვიქნებით“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.