ჯარას თაფლი ექსპორტზე კანადასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავიტანეთ, მის გატანას მომდევნო შეკვეთების ფარგლებშიც ვგეგმავთ, - ამის შესახებ „ნენამ“ bm.ge-ის განუცხადა.
„ნენა“ გარდა მურაბებისა და ჯემებისა, თაფლსაც აწარმოებს. საწარმოს ამ ეტაპზე თავისი სკა არ ჰყავს. თაფლის შესყიდვას კომპანია მეფუტკრეებისგან ახდენს.
„განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჯარას თაფლის წარმოების მიმართულება. ეს არის უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდით თაფლის წარმოება, რაც მისი ხარისხის ერთ-ერთი გარანტიაა. ჯარას სკაში არ არის ხელოვნური ფიჭა, მას ფუტკრები თავად ამზადებენ. ჯარას თაფლი 100%-ით სუფთა და ველურია, გამოირჩევა სამკურნალო და ანტისეპტიკური თვისებებით. იმის გამო, რომ ჯარას სკებს ფუტკრის დიდი დანაკარგი აქვს, მეფუტკრეების მხოლოდ მცირე ნაწილი ინახავს მათ”, - განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, ჯარას თაფლის მოსავალი საქართველოში დაახლოებით 3 ტონაა, თუმცა, ზუსტი რაოდენობის თქმა რთულია.
„ჩვენმა კომპანიამ თითქმის ყველა მეფუტკრისგან ჩაიბარა ჯარას თაფლი. 2018 წლის მოსავალი მხოლოდ 1500 კგ-მდე გამოვიდა. ხოლო, როდესაც მეფუტკრეებმა დაინახეს, რომ სამომავლოდაც ვაპირებთ ამ კუთხით თანამშრომლობას ეს მათთვის მოტივაცია იყო და 2019 წელს უკვე 2 ტონას ავცდით. სულ მალე ჯარას ბიო-ს ხარისხი მიენიჭება, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ამ უნიკალურ თაფლს”, - განუცხადეს bm.ge-ს კომპანიაში.
როგორც „ნენას“ წარმომადგენელი ამბობს, მანამ ვიდრე თაფლი დახლებზე გასაყიდად გავა, იგი შემოწმების არაერთ ეტაპს გადის:
„პირველ ეტაპზე ხდება მეფუტკრეების გამოკითხვა სპეციალურად შედგენილი კითხვარით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თაფლის რაოდენობაზე, სკების მდგომარეობაზე, ფუტკრის ოჯახის რაოდენობაზე, მედიკამენტებზე და ა.შ, რომლის საფუძველზეც უკვე ხდება შესაბამისი მეფუტკრეების შერჩევა. შემდეგ ეტაპზე ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით ნიმუშების შეგროვება და უკრაინის ლაბორატორიაში უვნებლობისა და ხარისხობრივ პარამეტრებზე შემოწმება. ლაბორატორიული შედეგებზე დაყრდნობით კი უკვე იმ მეფუტკრეებისგან ვაგროვებთ თაფლს, რომლებიც აკმაყოფილებენ ევროსტანდარტებს, რაც ცნობილია, რომ მსოფლიოს სხვა ბაზრებს შორის რეგულაციებით ყველაზე მკაცრია.
შეგროვების შემდეგ ხდება ერთგვაროვანი თაფლის ჰომოგენიზირება სპეციალურ დანადგარში. პროცესის დასრულებისას ავზებიდან ნიმუშს იღებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, ლუქავს ავზებს, თითოეული სახეობის თაფლის ნიმუში კი იგზავნება გერმანიის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, რომლის დასკვნაც აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით. მხოლოდ და მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ ხდება თაფლის ქილებში დაფასოება. ამ გზით ჩვენ, ერთის მხრივ, მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის თაფლს, მეორეს მხრივ, კი გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველვყოფთ ქართული თაფლის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე“.
აღსანიშნავია, რომ „ნენა“ არის KTW ჯგუფის შვილობილი კომპანია, რომელიც სასურსათო პროდუქციას აწარმოებს. მათ შორის საწებლებს, კომპოტებს, ჯემებს, მურაბებს, ნექტარს, ასევე თაფლსა და თხილეულის მიქსებს. კომპანიას ორი საწარმო აქვს - ქედასა და ჩოხატაურში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?