ნენსკრა ჰესი ერთ-ერთია იმ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის პირობებშიც არ გაჩერდება.
ამის შესახებ „ჰეჰნსკრა ჰიდროს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, სოფელ ჭუბერში მიმდინარე პროექტებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული და სამუშაობის ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით სრულდება.
„ამჟამად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ გზებისა და ხიდების მშენებლობას. სამუშაოები სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების სრული დაცვით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება. ამჟამად პროექტზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი, მათგან 130 ადგილობრივი მაცხოვრებელია.
სამუშაოებს კომპანიის სუბკონტრაქტორი - „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს. მისი ინფორმაციით ჭუბერში 100 ტ გამტარუნარიანობის მქონე ექვსი ხიდის მშენებლობა, გზის გაფართოება და ქვანაყარის მოწყობა, მილხიდისთვის ფუნდამენტის მომზადება, ექსკავაცია ე.წ. „ოპერატორების სოფლის“ საცხოვრებელი კორპუსების ფუნდამენტისთვის და სხვა სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
კერძოდ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ნენსკრა ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე, კომპანიის მფლობელობაში არსებულ საოფისე და საცხოვრებელი ფართებზე, ასევე კვების ობიექტზე და სატრანსპორტო საშუალებებში რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. გარდა ამისა, სისტემატურად მოწმდება პროექტზე დასაქმებული ადამიანიების ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – აცხადებენ ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ნენსკრა ჰიდროში“.
ცნობისთვის, სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი