ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს bm.ge-ის განუცხადა, რომ “ნენსკრაჰესის” ინვესტორმა, კორეულმა კომპანია K Water-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა და ჰიდროელექტროსადგური ამ დრომდე ვერ ააშენა.
მინისტრის თქმით, ამჟამად მთავრობა ინვესტორთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სახელმწიფოსთვის პროექტის პირობები გაუმჯობესდეს.
პროექტი, რომელიც 2015 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაანონსა ამ ეტაპზე დაპაუზებულია. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, მოსახლეობის ნაწილი პროექტის მომხრეა, თუმცა ნაწილს აქვს კითხვები, რომელიც შესაბამის პასუხებს საჭიროებს.
“მსოფლიოში არ მოიძებნება პროექტი, რომელსაც 100%-იანი თანხმობა აქვს. თუმცა მოგვარებადი თემაა, იმიტომ რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წინააღმდეგია, გარკვეული მომხრეა. კომპანიას ტაიმაუტივით ჰქონდა აღებული აქტივობების თვალსაზრისით, შესაბამისად, დღესაც იგივე რჩება მოსახლეობის მოთხოვნები თუნდაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე, ასევე უსაფრთხოების კუთხით უფრო მეტი განხილვები და ახსნა-განმარტება სჭირდება მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროექტს აპროტესტებენ, მათ კითხვებზე პასუხები უნდა მიიღონ", - ამბობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი.
ცნობისთვის, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი აქვს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება