05.ივნისი .2020 21:00

ნეპოტიზმი, "ჯიგრულ" სქემებში ჩართული გავლენიანი პირები, არაკვალიფიციური კადრები - ქობულიას კრიტიკა

views 1765
უკან

როგორი სტრატეგიაც არ უნდა დაიწეროს და როგორი ჭკვიანური აზრებიც არ უნდა ჩაიდოს ამაში, დღევანდელი სახელმწიფო მართვის სისტემაში მისი შესრულება შეუძლებლად მიმაჩნია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ BMG-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

„არ აქვს მნიშვნელობა რა სატრატეგიას დავწერთ ახლა. როგორი სტრატეგიაც არ უნდა დაიწეროს და როგორი ჭკვიანური აზრებიც არ უნდა ჩაიდოს ამაში, დღევანდელი სახელმწიფო მართვის სისტემაში მისი შესრულება შეუძლებლად მიმაჩნია. დღევანდელი სახელმწიფო მართვის სისტემა არანაირად არ ეხება ეკონომიკის სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტრო არის მხოლოდ მცირე ჭანჭიკი იმხელა მანქანაში. სამწუხაროდ, მას არ აქვს არც რაიმე მანდატი იმისთვის, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს და არც კვალიფიკაცია, რომ ასეთი სახის სტრატეგიები დაიწეროს და ამ სტრატეგიების შესრულება მოხდეს. მას ეს რომც ჰქონდეს, მთელი სახელმწიფო მანქანა ხასიათდება არაეფექტურობით და გამრუდებული ფილოსოფიით. სანამ ეს არ გადაწყდება, ვერაფრით ვერ წავალთ წინ.

ჩვენ გვყავს ათასობით არაკვალიფიური კადრი, როგორც სახელმწიფო სისტემაში, ისე სახელმწიფო კომპანიებში. ეს არის ნეპოტიზმზე და ელექტორატის შექმნის პრინციპებზე აყვანილი ადამიანები. ეს არის ინიციატივის ჩახშობა და ხალხის დემოტივაცია. ჩვენ არ გვყავს ხალხი, ვინც რამეს გააკეთებს. ამას ზემოდან ერთვის ის, რომ ნებისმიერ სახელმწიფო რესურსის სფეროში ჩართული გვყავს დაახლოებული, გავლენიანი პირები, რომლებიც "ჯიგრულ" სქემებში არიან ჩართული“, - განაცხადა ქობულიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა