ქართული სტარტაპი Elven Technologies-ი ცეცხლგამძლე მატერიით ელექტრომობილების ბატარეების შეფუთვას იწყებს. ამის შესახებ Elven Technologies-ის თანადამფუძნებელმა ვამეხ ხერხეულიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.
მისი განმარტებით, კომპანია ახალ პროექტზე მუშაობს და ავტომობილების ბატარეისთვის ცეცხლგამძლე მატერიას ქმნის, რომელიც ბატარეის უეცარი აალების შემთხვევაში ავტომობილს დაიცავს.
ვამეხ ხერხეულიძის თქმით, ლითონის ბატარეის წვის შესაჩერებელი ტექნოლოგია მსოფლიოში არ არსებობს და მსგავსი პრობლემის წინაშე არაერთი საერთაშორისო კომპანია, მათ შორის Tesla-ც დგას, ამიტომ ქართული სტარტაპი Tesla-სთან თანამშრომლობასაც განიხილავს.
"ლითიუმის ბატარეებს ძალიან მაღალი წვის ტემპერატურა აქვს, რაც უფრო დიდია ბატარეა მისი აალების შანსი უფრო მაღალია. იქიდან გამომდინარე, რომ Tesla-ს ბატარეა საკმაოდ დიდი ზომისაა ის 6 საათის განმავლობაში იწვის და გარშემო ყველაფერს ანადგურებს, ამიტომ, ვიფიქრეთ, ეს ბატარეები ჩვენი მატერიით შევფუთოთ და თუ ისე მოხდა, რომ ცეცხლი წაეკიდა, არც ცეცხლი და არც ტემპერატურა გარეთ არ გამოაღწევს და მანქანა არ დაზიანდება.
ამჟამად ტესტირების პროცესში ვართ, რადგან გარკვეული კითხვები არსებობს, თუ რამდენად გვაქვს მსგავსი ტექნოლოგიები. თუმცა ამ საკითხზე მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორის Tesla-თან ვაწარმოებთ. ყველა თანხმდება, რომ ეს მართლა მნიშვნელოვანი პრობლემაა და მისი დარეგულირების გზები არ არსებობს",- განაცხადა ვამეხ ხერხეულიძემ.
ცნობისთვის: აღნიშნული მატერიის შექმნამდე კომპანიამ მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმა შექმნა, რომელიც მსოფლიო ბაზრისთვის ასევე სიახლე იყო. მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმა ამ ეტაპზეც ტესტირების პროცესშია და პროცესები 2023 წლამდე უნდა დასრულდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი