მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება - პროექტი 1 მლნ დაჯდა

5ebfbc14cc93a
თელარა გელანტია
16.05.20 14:42
976
საბურთალოს რაიონში, ნესტან-დარეჯანის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება სრულდება.

როგორც bm.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 11 864 კვ.მ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყო 556 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი და დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს შორის დამაკავშირებელი ახალი ხიდი.

სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, შპს „ლ. ენდ ლ“ აწარმოებს. აღნიშნული პროექტებისთვის კი ბიუჯეტიდან 1 005 940 ლარია გამოყოფილი.