მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბობოყვათის სამკერვალოს 25 თანამშრომლიდან კლინიკაში სამი რჩება” - “აჭარა ტექსტილი”

62e2cb190269d
ალა ისპირიანი
28.07.22 21:55
1191
"აჭარა ტექსტილის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ბობოყვათის სამკერვალოს თანამშრომლების უმეტესი ნაწილი, რომლებმაც დღეს თავი შეუძლოდ იგძნეს და კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი, უკვე გაეწერნენ და სახლში წავიდნენ.

როგორც გია ლომინაძე Bm.ge-სთან ამბობს, თავი შეუძლოდ 25-მდე თანამშრომელმა იგრძნო, რომლებიც ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, საავადმყოფოში ამ დროისთვის 3 თანამშრომელი რჩება.

"ეპიდემიოლოგები იყვნენ ჩართული, გაისინჯა ყველა ჩვენი თანამშრომელი და მათ დაგვიდასტურეს რომ გაზი და საკვები პროდუქტებით ინტოქსიკაცია გამორიცხულია. დანარჩენზე მოკვლევა მიმდინარეობს, რა შეიძლება ყოფილიყო. მოკვლევას არ ვიცით რამდენი ხანი დასჭირდება და წინასწარ რამის თქმა არ გვინდა.

ჩვენი ინფორმაციით 20-25 ადამიანმა იგრძნო თავი ცუდად. ფაქტობრივად უკვე ყველა სახლში წავიდა. სამამდე თანამშრომელია დარჩენილი ქობულეთის კლინიკაში", - ამბობს იგი.

აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია შრომის ინსპექციამაც გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ფაქტის კომპლექსური შესწავლა მიმდინარეობს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა იყო ამ კონკრეტული შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

დღეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბობოყვათის სამკერვალოს თანამშრომლებმა თავი შეუძლოთ იგრძნეს, რის გამოც კლინიკაში იყვნენ მოთავსებული. თავდაპირველად მათი ცუდად გახდომის მიზეზი გაზით ინტოქსიკაცია იყო, თუმცა აღნიშნული ვერსია მალევე გამოირიცხა.