მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნესტლეს შემოსავლები 250 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

5dd5413844cb6
ნათია თაქთაქიშვილი
20.11.19 17:32
788

კომპანია „ნესტლე“ წელს ელოდება მეოთხედი მილიარდი დოლარის დამატებით შემოსავალს Nespresso- ოს კაფსულებისგან. აღნიშნული ზრდა განაპირობა აშშ-ს ყავის გიგანტ Starbucks-თან პარტნიორობამ.

Nespresso- ო, რომელიც Starbucks- ის ბრენდირებულ პროდუქტს წარმოადგენს, ნესტლეს შემოსავლებს 250 მილიონ შვეიცარიული ფრანკით (252 მილიონი დოლარი) გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ნესტლემ“ 7 მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა Starbucks-ის ბრენდის ლიცენზიაში. ეს გარიგება წარმატებული აღმოჩნდა კომპანიისთვის, რადგან Nespresso- ოს კაფსულებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. „ნესტლეს“ და Starbucks-ის ალიანსმა ნესპრესოს ყოველწლიური შემოსავლი 10% -ზე მეტად გაზარდა.

მომავალ წელს, Nestle-ე დამატებით 10 ბაზარზე აპირებს შესვლას, მათ შორის არგენტინის, კოლუმბიისა და პანამის. Nestle-ე ჯამურად უკვე ოპერირებს 50 ბაზარზე. კომპანია სტარბაქსის ბრენდის ყავის კაფსულებს მომავალი წლიდან ოფისებს და სასტუმროებსაც შესთავაზებს.

წყარო: Bloomberg