მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეთანიაჰუ მეექვსე ვადით ისრაელის პრემიერი გახდა

63ae8d2283c92
მარიამ ვარადაშვილი
30.12.22 11:05
610
ისრაელის პრემიერის პოსტზე ბენიამინ ნეთანიაჰუ მეექვსე ვადით ოფიციალურად დაბრუნდა, თუმცა ამჯერად ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მთავრობას ჩაუდგება სათავეში.

მისმა პარტია “ლიკუდმა” არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ულტრაორთოდოქსულ და ულტრამემარჯვენე პარტიებთან ერთად შექმნა კოალიცია. გარდა ამისა, ნეთანიაჰუ კორუფციაშია ბრალდებული და მის წინააღმდეგ გამოძიებაც მიმდინარეობს. ქნესეთში გამოსვლისას მან პირობა დადო, რომ ისრაელის თითოეული მოქალაქის ინტერესს დაიცავს.

1 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ნეთანიაჰუმ მოლაპარაკებები დაიწყო ულტრაორთოდოქსულ და ულტრამემარჯვენე პარტიებთან. მისმა პარტიამ 120-მანდატიან ქსენეთში 65 მანდატი მიიღო. ქნესეთის არჩევნები რიგით მეხუთე იყო უკანასკნელი სამნახევარი წლის განმავლობაში. ივნისში რვა პარტიისგან შემდგარი კოალიცია, რომელსაც ნაფტალი ბენეტი ხელმძღვანელობდა, დაიშალა.

აქამდე ქვეყნის პრემიერი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იარ ლაპიდი იყო.