მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეთანიაჰუ შესაძლოა უახლოეს პერიოდში კიევში ჩავიდეს - მედია

63f7180ce9199
მარიამ ვარადაშვილი
23.02.23 11:41
596

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შესაძლოა უახლოეს პერიოდში უკრაინაში ჩავიდეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. უკრაინაში ჩასვლისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია ჯერჯერობით პრემიერის ოფისს არ დაუდასტურებია.

ომის დაწყების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრები არც ნაფტალი ბენეტი და არც იაირ ლაპიდი უკრაინაში არ ჩასულან. თავად ნეთანიაჰუ პრემიერად არჩევამდე საკმაოდ ზომიერი განცხადებებით გამოირჩეოდა, მათ შორის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ნაწილზეც.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში ქნესეთის ორი წევრი უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტს შეხვდა. ეს ომის დაწყების შემდეგ ისრაელის პირველი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო. ამის შემდეგ დეპუტატებმა პრემიერ ნეთანიაჰუს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდეს. კიევში იმყოფებოდნენ იული ედელშტეინი "ლიკუდიდან", რომელიც ქნესეთში საგარეო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს და ზეევ ელკინი, პარტია "კახოლ-ლავანის" წევრი. გასულ კვირაში უკრაინას ისრაელის პრემიერ-მინისტრიც სტუმრობდა. ელი კოჰენი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტს შეხვდა. ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში კოჰენი წერდა, რომ ისრაელი გაზრდის უკრაინის დახმარებას.

ისრაელის პრემიერის პოსტზე ბენიამინ ნეთანიაჰუ მეექვსე ვადით ოფიციალურად გასული წლის ბოლოს დაბრუნდა, თუმცა ამჯერად ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მთავრობას ჩაუდგება სათავეში. მისმა პარტია “ლიკუდმა” არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ულტრაორთოდოქსულ და ულტრამემარჯვენე პარტიებთან ერთად შექმნა კოალიცია.