მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ი აბონენტებს ვიდეო თამაშებს შესთავაზებს

60f8207bb52d2
ნათია თაქთაქიშვილი
21.07.21 22:00
785
ონლაინ სტრიმინგ კომპანია Netflix-ი აბონენტებს ვიდეო თამაშებს შესთავაზებს, რაშიც მათ დამატებითი თანხების გადახდა არ მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია დაახლოებით 3.5 მილიონი ახალი აბონენტის გაწევრიანებას მოელის სექტემბრის ბოლომდე.

Netflix-ის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მონაცემებით, ახალი აბონენტების რეგისტრაციის რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ სტრიმინგ კომპანიას მომხმარებელთა რაოდენობა 2020 წელს პანდემიის გამო რეკორდულად გაეზარდა.

„ჩვენი კომპანია განვითარებას და სერვისების გაუმჯობესებას აგრძელებს, რათა მეტი მომხმარებლის მოზიდვა შევძლოთ“, - აღნიშნულია Netflix-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოცემა წერს, რომ ახალი აბონენტების ნაკლებობის მიუხედავად კომპანიის შემოსავალმა 7.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მაღალია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც მეორე კვარტალის მონაცემებით, 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა ნაცვლად პირველ კვარტალში დაფიქსირებული 1.7 მილიარდი აშშ დოლარისა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ამჟამად 209 მილიონი აბონენტი ჰყავს.