მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ი „კალმარის თამაშებისგან“ დაახლოებით $900 მილიონის შემოსავალს ელოდება

616d85997f905
ნათია თაქთაქიშვილი
18.10.21 21:31
1009
Netflix-ი სერიალ „კალმარის თამაშებისგან“ დაახლოებით $900 მილიონის შემოსავალს ელოდება, მაშინ როდესაც ფილმის გადაღება სულ რაღაც 21.4 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი Bloomberg-ის ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სერიალი სულ რაღაც 17 სექტემბერს გამოვიდა უკვე 111 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს გლობალურად. ამასთან Netflix-ის განცხადებით, მაყურებლების 89%-მა, რომელმაც სერიალის ყურება დაიწყო ფილმის პირველი ეპიზოდი უკვე ნახა.

"კალმარის თამაშები" არის ისტორია ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო წარუმატებლობას განიცდიან ცხოვრებაში, მაგრამ უცებ იღებენ საიდუმლო მოწვევას მონაწილეობა მიიღონ გადარჩენის თამაშში, რათა მოიგონ 10 მილიონი აშშ დოლარი. თამაში მიმდინარეობს უცნობ ადგილას და მონაწილეები ჩაკეტილები არიან საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენამდე.