მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ი ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა

6144ce22deecd
თამთა ჯიჯავაძე
17.09.21 21:17
17798
ამერიკულმა კომპანია Netflix-მა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებებს უპასუხა.

როგორც გამოცემა hollywoodreporter-ი წერს, Netflix-ის გამოხმაურება შემდეგნაირია:

„Netflix-ი დიდ პატივს სცემს ქალბატონ გაფრინდაშვილს და მის ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ბრალდებებს საფუძველი არ აქვს. ჩვენ მტკიცედ დავიცავთ თავს სასამართლოში“, - განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.

Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი 2021 წლის 16 სექტემბერს უკვე წარედგინა კალიფორნიის სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული მოჭადრაკის უფლებებს იურიდიული ფირმა BLB ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაიცავს. 

სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ს სექსიზმში ადანაშაულებს.

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, 1968 წელს, რომელშიც ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული 60-მდე კაცთან.

შეგახსენებთ, ფილმი The Queen’s Gambit 2020 წელს გამოვიდა.