მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ი რამდენიმე პირის მიერ ერთი ანგარიშით სარგებლობას აპროტესტებს

604b7af94a3e1
ნათია თაქთაქიშვილი
12.03.21 23:34
812
მსოფლიოში პოპულარული ონლაინ სტრიმინგ კომპანია Netflix-ი რამდენიმე პირის მიერ ერთი ანგარიშით სარგებლობას აპროტესტებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კომპანია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მომრავლდა შემთხვევები, როდესაც ერთი პაროლით რამდენიმე  პირი სარგებლობს, რომლებიც ერთ სახლში არ ცხოვრობენ და ერთი ოჯახის წევრები არ არიან.

Netflix-ის თანადამფუძნებელი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რიდ ჰასტინგი აცხადებს, რომ ანგარიშის პაროლის გაზიარება სხვადასხვა პირებისათვის დაუშვებელია და კომპანია ამ მიმართულებით მუშაობას ახლო მომავალში დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ სტრიმინგ კომპანია რეკორდული პოპულარულობით სარგებლობს მოსახლეობას შორის. 2020-ში სტრიმინგ კომპანიას 37 მილიონი ახალი მომხმარებელი შეემატა, შესაბამისად Netflix-ის შემოსავალი 25 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო წმინდა მოგებამ 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.