მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ის აქციები გაიაფდა

60801be8c7c8a
ნათია თაქთაქიშვილი
21.04.21 16:41
884
ონლაინ სტრიმინგკომპანია Netflix-ის აქციებზე ფასები დაეცა. ექსპერტების აზრით, ფასების შემცირება კორონავირუსის პანდემიის დასრულების მოლოდინებთან არის დაკავშირებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 6 მილიონამდე ახალ აბონენტს ელოდა, თუმცა ონლაინ სტრმინგსერვისების გამომწერი მხოლოდ 3.98 მილიონი ადამიანი გახდა. 

ბოლო მონაცემბით, Netflix-ის აქციების ფასები 11%-ით შემცირდა და მისმა ღირებულებამ 489.28 აშშ დოლარი შეადგინა. აქციებზე ფასის ვარდნამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 25 მილიარდი აშშ დოლარით შემცირება გამოიწვია.

შედარებისთვის, გასულ წელს კომპანიას 15.8 მლნ ახალი აბონენტი დაემატა, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდებოდა; აქედან 9.3 მილიონი ახალი აბონენტი აზიაზე მოდიოდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 65%-იან ზრდას წარმოადგენდა.

Netflix-ის შემოსავალმა 7.16 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.