მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ის CEO აფროამერიკელი სტუდენტებისთვის $120 მილიონს გამოყოფს

5eeb1961f0f22
ნათია თაქთაქიშვილი
18.06.20 22:20
1047
Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორი, რიდ ჰეისტინგსი 120 მილიონ დოლარს გაიღებს უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომელშიც ძირითადად ფერადკანიანი სტუდენტები სწავლობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია СNBC-ი ავრცელებს.

„ამ თანხის დახარჯვა ბევრ რამეზე შეიძლება. კოლეჯები და უნივერსიტეტები, სადაც ფერადკანიანი სტუდენტები სწავლობენ, უკვე 150 წელი არსებობს“, - განაცხადა Netflix-ის ხელმძღვანელმა.

რიდ ჰეისტინგსის თქმით, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა ტრაგედიაა, რომელმაც ბევრი აიძულა დაფიქრებულიყო იმაზე, რომ ამ უნივერსიტეტებისთვის რამე სასარგებლო გაეკეთებინა.

როგორც Netflix-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ თანხიდან პირველი 40 მილიონი დოლარი სამ კონკრეტულ სასწავლო დაწესებულებას გადაეცემა.

Forbes-ის მიხედვით, ჰეისტინგის ქონება დაახლოებით 4.8 მილიარდი აშშ დოლარია და ის Netflix-ში 1.3%-იან წილს ფლობს. ჰეისტინგს სხვადასხვა დროს ახალგაზრდების განათლებაზე მილიონობით აშშ დოლარი აქვს დახარჯული.