მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ის მომხმარებლის რაოდენობამ 214 მილიონს გადააჭარბა

617053432419b
მარიამ ადამია
21.10.21 01:00
684
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, Netflix-ის მომხმარებლის რიცხვი 4,4 მილიონით გაიზარდა და ჯამში 214 მილიონი შეადგინა. მეოთხე კვარტალში კი კომპანია დამატებით კიდევ 8,5 მილიონ ახალ აბონენტს ვარაუდობს. ინფორმაციას Forbes.ru ავრცელებს.

მატება, რომელსაც ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიში ცხადყოფს, დაკავშირებულია ახალ კონტენტთან. შესაბამისად, ვიდეოსერვისის მოგებამაც 7,48 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების წინასწარ პროგნოზებს ემთხვევა. სტრიმინგ სერვისის განცხადებით, მეოთხე კვარტალი ისეთი კრეატიული კონტენტით დაიტვირთება, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა. ხოლო უკვე მომდევნო წლის გეგმები კიდევ უფრო მასშტაბურია და მის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის ვერც პანდემია და ვერც სხვა რიგი გამოწვევები.

გარდა ამისა, მალე Netflix-ი ახალი ფილმებისა და სერიალების მიღმა მომხმარებლებს შესთავაზებს დათვლილ მონაცემს, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი საათი გაატარეს ფილმის ყურებაში. ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

ინფორმაციისთვის, Netflix-ი ამერიკული ფასიანი ტელევიზიის მედიასერვისი და საკუთარი პროგრამების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც გამოწერით გვთავაზობს ფილმებისა და სატელევიზიო სერიების ბიბლიოთეკას, რომელთა 40% Netflix-ის ორიგინალი ნამუშევარია. Netflix-მა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დამოუკიდებელი ფილმების დისტრიბუციაში. 2021 წლის მონაცემებით, Netflix-ს 209 მილიონი გამომწერი ჰყავს, მათ შორის 72 მილიონი შეერთებულ შტატებსა და კანადაში. ის ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში, გარდა კონტინენტური ჩინეთის, სირიის, ჩრდილოეთ კორეისა და ყირიმისა.