მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ის პანდემიური წარმატება - 2020-ში კომპანიას 37 მლნ მაყურებელი დაემატა

6007cd7a21279
თათია კაკიაშვილი
20.01.21 15:12
645

პანდემიური 2020 წელი Netflix-სთვის სარფიანი აღმოჩნდა - არაერთი "ლოქდაუნის" და შეზღუდვების გამო, სატელევიზიო პროდუქტებსა და ფილმებზე მაყურებლის მოთხოვნა გაიზარდა. კომპანიამ სულ ახლახან გაუზიარა ინვესტორებს გასული წლის შედეგები და სამომავლო გეგმებიც.

როგორც BBC წერს, Netflix-სს ახლა 200 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, რაც 2019 წელთან შედარებით 30%-ით მეტია. საგულისხმოა, რომ გასულ წელს Netflix-ი 37 მილიონმა ადამიანმა გამოიწერა, მათგან 8.5 მილიონმა - მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში ფასების ზრდამ ხელი შეუწყო კომპანიის შემოსავლის 24%-ით მატებას ბოლო კვარტალში და 6.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ - 542 მილიონი დოლარი.