სტრიმინგ-სერვისების გიგანტისთვის დრამატული მოვლენებით აღსავსე წელი გრძელდება - პირველ კვარტალში Netflix-მა უოლ-სტრიტზე ერთგვარი ინდუსტრიული შოკი გამოიწვია, რაც მის ფინანსურ შედეგებთან იყო დაკავშირებული, კერძოდ, 2022 წლის პირველ სამ თვეში სტრიმინგ-პლატფორმის მომხმარებლების ბაზა 200,000-ით შემცირდა, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო.
გასულ 24 საათში Netflix-ი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად დანაკარგი გაცილებით მეტი - ერთი მილიონია. მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში Netflix-მა 1.3 მილიონი გამომწერი დაკარგა; ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში კი მომხმარებლის რაოდენობა 770,000-ით შემცირდა, თუმცა აზიის რეგიონში ზრდის მაჩვენებელი 1.1 მილიონს აღწევს.
საგულისხმოა, რომ 1-მილიონიანი დანაკარგი ინვესტორებმა პოზიტიურ მაჩვენებლად და დამაკმაყოფილებელ შედეგად მიიჩნიეს, რადგან წლის დასაწყისში კომპანიის წარმომადგენლობის მიერ 2-მილიონიანი დანაკარგი იყო პროგნოზირებული, თუმცა Netflix-მა დანაკარგის შემცირება მოახერხა, რაც, უმეტესწილად, სერიალ Stanger Things-ის წარმატებასთანაა დაკავშირებული, რომელმაც არაერთი საერთაშორისო რეკორდი დაამყარა.
პოზიტიური ტენდენცია საფონდო ბირჟაზეც დადებითად აისახა, გასული სავაჭრო სესია Netflix-ის აქციების 5.6%-იანი ზრდით დასრულდა, ოთხშაბათის სესიის გახსნამდე კი კომპანიის აქციების ღირებულება 8%-ითაა გაზრდილი. ამჟამად Netflix-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 90 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება ფინანსურ შედეგებს, მეორე კვარტალში კომპანიამ $7.97 მილიარდის მიღება შეძლო, რაც 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
Netflix-ის წარმომადგენლობის განმარტებით, მომხმარებლის რაოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზი სტრიმინგ-სერვისების სექტორში კონკურენტების (Amazon Prime Video, Disney+, Apple TV Plus, HBO Max, Hulu) გააქტიურებაა - გამომწერთა ნაწილი ექსკლუზიური ფილმების, სერიალებისა და გადაცემების გამო, Netflix-ის ნაცვლად, ზემოაღნიშნულ პლატფორმებს ირჩევს. მომხმარებლის საერთო რაოდენობის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად კომპანია რუსეთ-უკრაინის ომსაც ასახელებს, მხოლოდ რუსეთის ბაზრიდან გასვლით Netflix-მა 700,000-მდე გამომწერი დაკარგა.
Netflix-ის წინაშე მდგარ კიდევ ერთ პრობლემად კომპანიის წარმომადგენლობა ანგარიშების გაზიარების პრაქტიკას ასახელებს. საგულისხმოა, რომ კომპანია აღნიშნული პრობლემის გადაჭრას და პაროლების გაზიარების შემზღუდავი მექანიზმის შექმნას გეგმავს. Netflix-ის ვარაუდით, ანგარიშების გაზიარების მეთოდით 100 მილიონამდე მომხმარებელი სარგებლობს - მათთვის გაწეული სერვისების სანაცვლოდ კი, კომპანია შესაბამის სარგებელს ვერ იღებს.
ექსპერტების შეფასებით, სტრიმინგ-სერვისებთან მიმართებით გასათვალისწინებელია მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების შემცირების და რეგულაციების გაუქმების ფაქტორები. მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ უწევს სახლში იძულებით დარჩენა, რის გამოც სტრიმინგ და ონლაინ-გასართობ სერვისებზე მოთხოვნა იკლებს.
მოკლევადიან პერსპექტივაში, ტრეიდერებს არ აქვთ მოლოდინი, რომ Netflix-ის შემოსავლიანობა მკვეთრად გაიზრდება და კომპანიის წინაშე მდგარი ყველა პრობლემა მყისიერად გადაიჭრება.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ინვესტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიას ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები და ზრდის პოტენციალი აქვს, რადგან ის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სერიალების და ფილმების ექსკლუზიურ კონტრაქტებს ფლობს. გარდა ამისა, მომავალი წლიდან Netflix-ი უფასო სერვისების დამატებასაც გეგმავს, რომელიც კომპანიას რეკლამების სახით დამატებით შემოსავლის წყაროს მიღების და მომხმარებელთა ბაზის გაზრდის საშუალებას მისცემს.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და, მათ შორის, Netflix. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი