მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეტო აღრიცხვაში ჩართული ელექტროსადგურების სიმძლავრე 39 მეგავატამდე გაიზარდა

6422b15d45d63
მარიამ ვარადაშვილი
28.03.23 13:47
540
სემეკის ინფორმაციით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ამ ეტაპზე სისტემაში ჩართულია 760 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრეა 39 მეგავატი.

“თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 223 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 537 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 537 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.



ნეტო აღრიცხვა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესია.