მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, 11-ის ინფიცირების წყარო უცნობია"

5f5dce0b1476e
BM.GE
13.09.20 11:41
1003
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევიდან 11-თან დაკავშირებით წყაროს დადგენის მიზნით კვლევა გრძელდება,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 152 ახალი შემთხვევიდან 90 აჭარას უკავშირდება, 15 ქუთაისის სკოლას, 15 „ენგურჰესს“, 17 დაავადებულთან კონტაქტია, ხოლო 4 შემოტანილი შემთხვევა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 831 პაციენტიდან, რომლებიც კლინიკებსა და სასტუმროებში გადიან მეთვალყურეობასა და მკურნალობას, 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25-ის კი მძიმე. მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა.