მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო გაჩნდა მათ რუკაზე“ – თურნავა ე.წ ლოკაციის მენეჯერების როლზე

5f87482968d41
თამთა ჯიჯავაძე
15.10.20 00:25
1078
ისინი ამბობენ, რომ საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოს მიუხედავად რთული რეგიონისა და გარკვეული კონფლიქტებისა, – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა ე.წ ლოკაციის მენეჯერებზე საუბრისას.

მისი თქმით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მთავრობა მუშაობს ახალ ტაქტიკაზე. კერძოდ, მათ კომუნიკაცია აქვთ ე.წ ლოკაციის მენეჯერებთან, რომლებიც არიან საერთაშორისო კომპანიები.

„ისინი რჩევას აძლევენ თავიანთ კლიენტებს თუ სად განათავსონ ახალი ბიზნესები. ისინი არიან ე.წ განთავსების კონსულტანტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ვინაიდან როგორც წესი, როდესაც გლობალური კომპანია გადაწყვეტს რომ ახალი ბიზნესი დაიწყოს, თვითონ შეიძლება არ ეძებოს და ეკითხება კონსულტანტებს, თუ რომელი არის ასეთი ახალი ადგილი, ქვეყანა, სადაც შეიძლება ეს გაკეთდეს. საქართველო გაჩნდა მათ რუკაზე. ჩვენ მუდმივად ვხვდებით ამ ტიპის კომპანიებს.

ისინი ამბობენ, რომ საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოს მიუხედავად რთული რეგიონისა, გარკვეული კონფლიქტებისა. აქედან გამომდინარე, ეს არის მართლაც პროაქტიური სტრატეგია. სიახლე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, შეიძლება იყოს ის, რომ არამხოლოდ კონკრეტულ ინდუსტრიებზე ვიყოთ ორიენტირებული, რაც მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, არამედ ამ ინდუსტრიის ბრენდებზე და ლიდერებზე. შევარჩიოთ რამდენიმე კომპანია, ჩამოვიყვანოთ და ეს იქნება ინდიკატორი სხვებისთვის“, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო ლოკაციის მენეჯერების ერთ ნაკადს უკვე უმასპინძლა. ე.წ ლოკაციის მენეჯერების მორიგი ვიზიტი საქართველოში მიმდინარე თვეს იგეგმება. მოგვიანებით კი სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, დაგეგმილია საერთაშორისო სკაუტების ჩამოყვანა სექტორული მიმართულებითაც, მაგალითად ისეთი პროექტის გასაცნობად, როგორიცაა “გადაიღე საქართველოში”, ასევე საქართველოს, როგორც კინოგადაღების ადგილის გაცნობა/პოპულარიზაცია და ა.შ.