მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართულ ოცნებას“ ყველაზე რეალისტური წინასაარჩევნო დაპირებები აქვს - დავითაშვილი

5f916b0c6ad11
ინგა მურუსიძე
22.10.20 16:00
879
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველაზე რეალისტური წინასაარჩევნო დაპირებები აქვს.

Bm.ge გარემოს დაცვის მინისტრისგან დაინტერესდა, თუ რა იქნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი სამოქმედო გეგმა და რა გაიაზრა მმართველმა პარტიამ გასულ წლებში მიღწევების და შეცდომების კუთხით.

„პროგრამა არის რეალისტური, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და გვესმის, რომ "ოცნებას" აქვს რეიტინგი, რომელიც გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ "ოცნების" მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ უნდა მართოს ქვეყანა მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩვენი დაპირებები უნდა იყოს რეალისტური - თანხებში, დროშია გაწერილი. ბიუჯეტშიც წინასწარ არის გათვალისწინებული, ნაცვლად უსაფუძვლო დაპირებებისა, რომელიც შეიძლება ლამაზად ისმინებოდეს, მაგრამ განუხორციელებელია. კონკრეტულად სოფლის მეურნეობის ნაწილში მილიარდნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯება მხოლოდ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, რომელსაც თანმხლები თანადაფინანსება ექნება, რამდენიმე მსხვილი დონორი პარტნიორისგან, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-სგან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნება“ პარტიული პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს მართავს.