მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks, AMD, Airbnb, Tinder, Apple - ბირჟებზე გამორჩეული შედეგების მქონე კომპანიები გასულ 24 საათში

6273d08bb9a5a
გიორგი თოლორდავა
05.05.22 17:40
2801
კაპიტალის ბაზრისთვის მიმდინარე კვირის უმთავრეს მოვლენას - ფედერალური რეზერვის (FED) მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და საპროცენტო განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდას ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აღმასვლის ძლიერი ტენდენცია მოჰყვა: აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ინდექსი (S&P 500) ერთ დღეში დაახლოებით, 3%-ით გაიზარდა; 3.2%-ით მოიმატა Nasdaq-ის ინდექსის ღირებულებამ; Dow Jones კი 2.8%-ით არის გაზრდილი.

ბირჟების აღმასვლის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი FED-ის თავმჯდომარე ჯერომ პოუველის განცხადებას უკავშირდება. მისი განმარტებით, ინფლაციის დასაძლევად ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მომდევნო თვეების განმავლობაშიც გეგმავს, თუმცა არა ნავარაუდები 0.75 პროცენტული პუნქტით, არამედ - 0.50-ით.

ინვესტორთა ნაწილის შეფასებით, ფედერალურ რეზერვს ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აქვს, რომელიც კომპანიებისა და, ზოგადად, ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად არ შეზღუდავს.

რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიებს, გასულ 24 საათში 9.8%-ით გაიზარდა Starbucks-ის აქციების ღირებულება, რაც მოსალოდნელზე კარგი კვარტალური შედეგების გამოქვეყნებასთანაა დაკავშირებული.

დაახლოებით, 9.1%-ით მოიმატა ნახევარგამტარებისა და კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი კომპანიის AMD-ის ღირებულებამ.

გამორჩეული შედეგები ჰქონდათ Airbnb-სა (+7.7%) და Match Group-საც, რომელიც სოციალურ ქსელ Tinder-ს ფლობს (+6.1%).

აშშ-ის უმსხვილესი კომპანიებიდან გასულ 24 საათში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ: Meta (+5.3%); Honeywell (+4.5%); Caterpillar (+4.2%): 3M (+4.1%); Apple (+4.1%); Salesforce (+3.9%); Walgreens (+3.5%); McDonald’s (+3.5%); Home Depot (+3.4%); Cisco (+3.3%); American Express (+3.3%).

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მიმდინარე კვირა მსხვილი ამერიკული კომპანიების კვარტალური შედეგების გამოქვეყნებითაა დატვირთული. ინვესტორთა და ტრეიდერთა ყურადღების ცენტრში სწორედ ის კომპანიები ექცევიან, რომელთაც 2022 წლის პირველ კვარტალში ყველაზე გამორჩეული ან უაღრესად არასახარბიელო შედეგები ჰქონდათ.

ხუთშაბათი - Shopify; Cloudflare; Epam; Cameco; Datadog; Crocs; Lucid.
პარასკევი - Goodyear; Under Armour; Draft Kings; Enbridge; Flour; Cigna.


საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.