მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

New York Post-ი დისტანციურად მუშაობისთვის 6 საუკეთესო ქვეყანას ასახელებს – მათ შორისაა საქართველოც

5f1ebfe1720d5
ნათია თაქთაქიშვილი
28.07.20 00:10
4836
New York Post-ი 6 საუკეთესო ადგილს აქვეყნებს დისტანციურად მუშაობისთვის, მათ შორის არის საქართველო. კერძოდ, ეს ქვეყნებია:

1. ბარბადოსი 
1-საძინებლიანი კონდოს შეძენა - 210,000 აშშ დოლარი 
2-საძინებლიანი კოტეჯის დაქირავება - ღამე / 150 აშშ დლარი 

2. ესტონეთი 
1-საძინებლიანი აპარტამენტის შეძენა - 250,000 აშშ დოლარი 
3-საძინებლიანი აპარტამენტის დაქირავება - 2,000 აშშ დოლარი თვეში 

3. საქართველო 
ფეშენებელური 3-საძინებლიანი აპარტამენტის ყიდვა - 320,000 აშშ დოლარი 
2-საძინებლიანი ტრიპლექსის დაქირავება - 1,620 აშშ დოლარი თვეში 

4. გერმანია 
1-საძინებლიანი აპარტამენტის შეძენა - 350,000 აშშ დოლარი 
1-საძინებლიანი აპარტამენტის ყიდვა - 2,100 აშშ დოლარი 

5. კოსტა-რიკა 
1-საძინებლიანი სახლის შეძენა - 170,000 აშშ დოლარი 
3-საძინებლიანი სახლის დაქირავება - 1,200 აშშ დოლარი თვეში 

6. ჩილე 
1-საძინებლიანი სახლის შეძენა - 184,000 აშშ დოლარი 
4-საძინებლიანი სახლის დაქირავება - 1,910 აშშ დოლარი თვეში.

New York Post-ის მიხედვით, ნიუ-იორკელები ქალაქს რეკორდულად ტოვებენ და უძრავ ქონებას ქალაქის შემოგარენში ეძებენ, მაგალითად როგორიცა ჰემპტონი და ნიუ-ჯერსი. მოსახლეობას სახლის დაქირავება ნიუ-იორკთან ახლოს დაახლოებით თვეში 50,000 აშშ დოლარი უჯდება.

გამოცემის მიხედვით, აშშ-ს მოსახლეობა არა მარტო ნიუ-იორკის შემოგარენში ეძებს დისტანციურად მუშაობისთვის შესაფერის ადგილს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

გამოცემა წერს, რომ რამდენიმე ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმზე, სპეციალური გრძელვადიანი ვიზების გაცემას იწყებს იმ საზღვარგარეთელი ტურისტებისთვის, ვისაც დისტანციურად მუშაობა კორონავირუსისგან შედარებით უსაფრთხო გარემოდან სურს.

გამოცემის მიხედვით, ბარბადოსმა უკვე შესთავაზა საერთაშორისო ტურისტებს ვიზა “Barbados Welcome Stamp-ი“, ხოლო ესტონეთმა “Digital Nomad Visa”.