მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

New York-ს კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი ჰყავს

5e5cc6339a790
ნათია თაქთაქიშვილი
02.03.20 12:37
724
როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, New York-ს კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი ჰყავს, მას ვირუსი კვირას დაუდგინდა. 30 წლის ქალი საკუთარ სახლში, მანჰეტენზე იმყოფება იზოლაციაში. აღსანიშნავია, რომ ის ცოტა ხნით ადრე ირანს სტუმრობდა.

როგორც New York-ის გუბერნატორი ენდრიუ ქუომო აცხადებს, აქამდე ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კალიფორნიაში 33 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 8,400 ადამიანზე მონიტორინგი მიმდინარეობს.

გუბერნატორის განცხადებით, ქალაქის მთავრობამ 40 მილიონი აშშ დოლარი უკვე გამოყო კორონავირუსთან საბრძოლველად. როგორც ენდრიუ ქუომო აღნიშნავს, ფულადი სახსრები დაიხარჯება სამედიცინო სფეროში დამატებითი კადრების აყვანაზე, შესაბამისი დანადგარების შეძენაზე და სხვადასხვა რესურსზე, რაც კორონავირუსთან საბრძოლველად დაეხმარებათ.

ქალაქის გუბერნატორის თქმითვე, 1,200 პაციენტზე გათვლილი საავადმყოფო მოემსახურება კორონვირუსით ინფიცირებულ ავადმყოფებს.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ჯამში 87 ადამინია ინფიცირებული. გასული დღე-ღამის გამავლობაში 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა; გარდაცვლილია - ორი, ხოლო გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.