10.მარტი .2020 00:00

New York Times: რატომ გადააქვთ კორონავირუსი მამაკაცებს უფრო რთულად, ვიდრე ქალებს?

views 1481
უკან

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქალებს გაცილებით ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და უფრო ძლიერად რეაგირებენ ვირუსზე, ვიდრე მამაკაცები. ამ ფაქტს კი რამდენიმე მიზეზით ხსნიან. მაგალითად ისევ ჩინეთი რომ ავიღოთ, აქ ცხოვრობს ყველაზე მწეველი საზოგადოება, ანუ 316 მილიონი ადამიანი, მსოფლიოში მწეველთა თითქმის მესამედი, აქედან მხოლოდ 2 პროცენტია ქალი. შესაბამისად, ეს ზრდის კორონავირუსის გართულებების რისკს. მამაკაცების დიდ ნაწილს ასევე აქვთ დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა, ამიტომაც მკურნალობა ურთულდებათ.

რიგით მესამე მიზეზი კი, არის ის, რომ ქალები გაცილებით მეტად ზრუნავენ ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებული რისკის ქვეშ საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანები არიან. ანუ ხანდაზმული ასაკი და თანმხლები დაავადება ზრდის მძიმე ავადობის განვითარების რისკს.

დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ჩინურმა ცენტრმა, ყველაზე დიდი კვლევა გამოაქვეყნა კორონავირუსის შესახებ, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ ქალთა და მამაკაცთა ინფიცირება დაახლოებით თანაბარი რაოდენობითაა, შეიძლება ზოგ შემთხვევაში ქალები აჭარბებდეს, თუმცა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მამაკაცთა შორის სიკვდილიანობა 2.8% იყო, ქალების შემთხვევაში კი, 1.7-ი. ეს მონაცემები შედგენილია პაციენტის სამედიცინო ჩანაწერებიდან და ნიმუში შეიძლება სრულად არ ასახავდეს დაავადების გავრცელების ზომას. თუმცა, თუკი კორონავირუსის ისტორიას გადავხედავთ, ეს სხვაობა წინა შემთხვევებშიც თვალშისაცემია.

ანუ გადანაწილება არაპროპორციული იყო მამაკაცებსა და ქალბატონებს შორის SARS-ისა და MERS-ის შემთხვევაშიც. მაგალითად, 2003 წელს ჰონგ-კონგში დაავადებულ ქალთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მამაკაცების შემთხვევაში, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელით მამაკაცებმა 50%-ით გადააჭარბეს მათ. მეცნიერების აზრით, ეს გამოწვეულია ერთი მხრივ ბიოლოგიური აგებულების მიზეზით, მეორე მხრივ კი, სიკვდილიანობა და დაბალი იმუნიტეტი დამოკიდებულია ცხოვრების სტილზეც. და ქალები, რომლებიც რეალურად გაცილებით მგრძნობიარეები არიან დაავადების მიმართ, უფრო ძლიერი იმუნიტეტით, მაინც მარტივად უმკლავდებიან მათ.

რაც შეეხება განახლებულ სტატისტიკას, 9 მარტის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსს, „კოვიდ 19“-ს 3 646 ადამიანი ემსხვერპლა, 60 637 კი ვირუსისგან განიკურნა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში, ამ დროისთვის, ახალი ტიპის კორონავირუსით 107 353 ადამიანია დაინფიცირებული. ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში ვირუსი 80 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული. აღსანიშნავია, რომ იანვრის შემდეგ, ჩინეთში ვირუსით დაინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა.

ჩინეთის შემდეგ, ვირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.