მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

29 აგვისტოდან Turkish Airlines-ი საქართველოში ჩარტერულ ფრენებს დაიწყებს

5f3f768c76f31
შოთა ტყეშელაშვილი
21.08.20 11:20
1806
29 აგვისტოდან Turkish Airlines სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს განაახლებს - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ავრცელებენ. 

"არსებული მდგომარეობით, ჩარტერული რეისები 26 სექტემბრის ჩათვლით კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს შესრულდება. აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება,"- ნათქვამია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განცხადებაში. 

Turkish Airlines-მა საქართველოში ოპერაციები 5 თვის წინ, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული საჰაერო შეზღუდვების დროს შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგულარული საჰაერო ფრენების განხორციელებაზე შეზღუდვა სექტემბრის ბოლომდე იქნება ძალაში, ასევე უცნობია გაგრძელდება თუ არა ეს შეზღუდვა ოქტომბერშიც. ამასთან ქვეყანაში რეგულარული ფრენებისთვის მხოლოდ სამი გამონაკლისი არსებობს, რომელთაც Lufthansa (თბილისი-მიუნხენი); Air France (თბილისი პარიზი) და Air Baltic-ი (თბილისი-რიგა) ასრულებენ.