მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nexia-ს ქსელის განსაკუთრებული სიმტკიცე და თანმიმდევრული განვითარება

5fae48a303ffb
BM.GE
13.11.20 12:48
1370

Nexia International-მა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეცხრე დამოუკიდებელ საბუღალტრო და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელია, 2020 წლის ფინანსური შედეგები გაასაჯაროა.

2020 წელს Nexia International-ის გლობალურმა შემოსავალმა 4.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 5% -იან ზრდას ნიშნავს.

გლობალური შემოსავლების ასეთი მაჩვენებელი ქსელის თითოეულ რეგიონში თანმიმდევრული ზრდის შედეგია.

უნდა აღინიშნოს, რომ Nexia TA-მ საქართველოში ეფექტური ოპერირებით თავისი წვლილი შეიტანა გლობალურ წარმატებაში და 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ივლისამდე 43%-იანი პროცენტიანი ზრდა აჩვენა.

„Nexia-ს ქსელი ყოველ წელს აჯამებს და აქვეყნებს წინა წლის ივლისიდან მიმდინარე წლის ივლისამდე წევრი ფირმების ფინანსური შედეგების მაჩვენებლებს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ყოველწლიურ სტაბილურ ზრდას თავისი წვლილი შეაქვს გლობალური ქსელის განვითარებაში“ - განაცხადა Nexia TA-ს მმართველმა პარტნიორმა, დავით ლომიძემ.

მსოფლიოში არსებული კრიზისული გარემოს მიუხედავად, Nexia international 2020 წლის განმავლობაში აგრძელებდა გლობალურ მოცვას ახალი წევრი ფირმების დამატებით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ალბანეთი, ეგვიპტე, ახალი ზელანდია, შვედეთი, კენია, კამბოჯა, კანადა, ომანი, გაბონი, ალჟირი და არგენტინა.

Nexia International-ის აღმასრულებელი დირექტორი, კევინ არნოლდი შედეგებზე საუბრისას ამბობს:

”COVID პანდემიის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელეთ ჩვენი წევრის ფირმებისთვის მთავარი ღირებულების გადაცემა, ჩვენი წევრები კი ამ ღირებულებებს თავიანთ კლიენტებს აწვდიდნენ. გლობალური შემოსავლების ასეთი ზრდა მიუთითებს ქსელის განსაკუთრებულ სიმტკიცესა და თანმიმდევრულ განვითარებაზე“.


 

 

(NS)