15.ივნისი .2021 23:00

NEXIA TA - “წელი 15%-იანი ზრდით დავასრულეთ”

NEXIA TA - “წელი 15%-იანი ზრდით დავასრულეთ”
views 323
უკან

"სანდო მეგობარი, სადაც პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი" - ეს აუდიტორული კომპანია NEXIA TA-ს ახალი გზავნილია. როგორც “საქმიან დილაში” კომპანიის მმართველმა პარტნიორმა დავით ლომიძემ განაცხადა, საქმიანობისას მნიშვნელოვანია როგორც პროცესი, ასევე შედეგი.

“Nexia TA ყოველთვის მაღალი შედეგის მიღწევაზეა ორიენტირებული, თუმცა შედეგი პროცესის გარეშე წარმოუდგენელია და ჯანსაღი პროცესის გარეშე კომპანიას მაღალი მიზნების მიღწევა გაუჭირდება. პროცესის მნიშვნელობა განსაკუთრებით პანდემიის დროს გამოიკვეთა, როდესაც ახალ გარემოში აღმოვჩნდით და ყველაფერი გადასაწყობი იყო. Nexia TA-ს დისტანციური მომსახურების გამოცდილება პანდემიამდეც ჰქონდა და ამიტომ ადაპტაცია არ გაგვიჭირდა. ჩვენ არსებული პარტნიორები, თანამშრომლები შევინარჩუნეთ და ახალი პარტნიორები შევიძინეთ, ბიზნესებს მაქსიმალურად გვერდში დავუდექით. წელი საკმაოდ წარმატებულად 15%-იანი ზრდით დავასრულეთ”, - განაცხადა ლომიძემ.

Nexia TA-ს მმართველი პარტნიორის გელა მღებრიშვილის თქმით, Nexia TA როგორც საქართველოს, ასევე გლობალურ ბაზარზე, როგორც ნოვატორული კომპანია, ისე პოზიციონირებს.

“პანდემიაზე გადაწყობა არ დაგვჭირვებია, თუმცა პანდემიამ გარკვეული საჭიროებები მაინც გამოკვეთა. ჩვენ საქართველოს მოქმედი ტოპ-10 კომპანიიდან პირველი საერთაშორისო კომპანია ვართ, ვინც სპეციალური სერვისი შევქმენით, რაც მცირე და საშუალო კომპანიების დახმარებას გულისხმობს. კერძოდ, კომპანიებს შესაძლებლობა მივეცით, ჩვენი საბუღალტრო მომსახურება დაბალ ფასად მიეღოთ. პროექტი შევადგინეთ და დამწყებ კომპანიებს საშუალება მივეცით საერთაშორისო დონის სერვისი მიიღონ", - განმარტა მღებრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა