მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nexia TA 100% -იანი დასაქმებისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა

60dc92929ae16
BM.GE
01.07.21 11:50
1312
29 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის დიდ დარბაზში, ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრმა (ICDC) პროექტის - „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“ - დახურვის ცერემონიალი ჩაატარა.

პროგრამა განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით და დაფინანსებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: მარიკა ოლსონი, USAID Georgia-ს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი. დავით წიკლაური, USAID Georgia-ს კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი, მარკ მაკკორდი, USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, ნუნუ მიცკევიჩი საქართველოს განათლებისა და მენიერების მოადგილე, USAID-ის სხვა პროგრამის წარმომადგენლები, ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელი პირები და პროექტის სტაჟიორები.



პროექტის ფარგლებში შეირჩა 100 სტუდენტი და კურსდამთავრებული, რომლებმაც 50-ზე მეტ სხვადასხვა ბიზნეს კომპანიაში გაიარეს 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება. პროექტის შედეგად 61-ი სტაჟიორი 30-ზე მეტ ბიზნეს კომპანიაში დასაქმდა.
Nexia TA მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე. ამის დასტური კომპანიის პროექტში აქტიური მონაწილეობა და სტაჟიორების დასაქმების მაჩვენებელია.

პროექტის ფარგლებში Nexia TA-მ 8 სტაჟიორი დაასაქმა.

პროექტის დახურვის ღონისძიებაზე Nexia TA დაჯილდოვდა მადლიერების სერტიფიკატით პროგრამის მონაწილეების 100% -იანი დასაქმებისთვის.
(R)